ავტორიზაცია

ქოჩორაშვილმა ლევანტეს ძირითად გუნდში 90 წუთი ითამაშა

ქოჩორაშვილმა ლევანტეს ძირითად გუნდში 90 წუთი ითამაშა
თარიღი 06 Jan 2021, 19:56
კოპა დელ რეის 1/32 ფინალში ერთმანეთს "პორტუგალეტე" და "ლევანტე" დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

აღსანიშნავი კი ისაა, რომ "ლევანტეს" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ქოჩორაშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ნორმალური შთაბეჭდილებაც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს "ლევანტეს" ძირითად გუნდში ჯერ ერთ გოლი აქვს გატანილი.