მესისა და გრიზმანის დუბლები! - ბარსელონამ სტუმრად გრანადა არ დაინდო [VIDEO]
![მესისა და გრიზმანის დუბლები! - ბარსელონამ სტუმრად გრანადა არ დაინდო [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2021-01/1610220658_a.jpg)
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" გასვლით მატჩში "გრანადა" გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიურმა გრანდმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა - 4:0.
ანგარიში მე-12 წუთზე ანტუან გრიზმანმა გახსნა, რასაც 35-ე და 42-ე წუთზე ლეო მესის გოლები მოჰყვა.
საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე ფრანგმა ფორვარდმა დააფიქსირა და არგენტინელის მსგავსად, დუბლი გაიფორმა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "ბარსა" 34 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა, "გრანადა" კი 24 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
ვიდეომიმოხილვა