ჰოლანდის დუბლი, სანჩოს გოლი და ასისტი - დორტმუნდმა სტუმრად ლაიფციგს მოუგო [VIDEO]
![ჰოლანდის დუბლი, სანჩოს გოლი და ასისტი - დორტმუნდმა სტუმრად ლაიფციგს მოუგო [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2021-01/1610221106_a.jpg)
გერმანიის ჩემპიონატის მე-15 ტურის ეგიდით, "ლაიფციგმა" შინაურ კედლებში "დორტმუნდი" მიიღო.
აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1.
ანგარიში 55-ე წუთზე ჯეიდონ სანჩომ გახსნა, 71-ე წუთზე კი ინგლისელმა ერლინგ ჰოლანდს გაატანინა და "დორტმუნდის" უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
84-ე წუთზე, ნორვეგიელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა გამანადგურებელი გახდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს - თავი ალექსანდერ სორლოტმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ბორუსიელთა კაპიტანმა, მარკო როისმა საკუთარ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "დორტმუნდი" 28 ქულით მე-4 პოზიციაზეა, "ლაიფციგი" კი 31 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.