Goal.Ge

უმაღლესი ლიგა პირველი ტური - ყველა საინტერესო ფაქტი



შაბათს, 10 აგვისტოს, ოფიციალურად გაიხსნა 16 გუნდიანი უმაღლესი ლიგა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩები გაიმართა მთელი საქართველოს მასშტაბით. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში არცერთი შეხვედრა ფრედ არ დასრულებულა, ყველას ჰყავდა გამარჯვებული და დამარცხებული. GOAL.GE გთავაზობთ 2014-2015 წლების, უმაღლესი ლიგის, პირველი ტურის საინტერესო ეპიზოდებს, კადრებსა და ვიდეოებს. llალბათ, უმაღლესი ლიგის პირველი ტურიდან ყველაზე დასამახსოვრებელი "ზესტაფონის" გამარჯვება იყო და რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწორედ ეს უნდა აღინიშნოს. გია გეგუჩაძის გუნდმა, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "გურია" მიიღო და მეტოქე 6:0 გაანადგურა. ეს ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრაც გამოდგა, უმაღლესი ლიგის პირველ ტურში. რა თქმა უნდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო "ზესტაფონელთა" ასეთი გამარჯვება. როგორც გახსოვთ, ევრო ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაფიქსირებული ცუდი შედეგის გამო, ილია კოკაიამ დაფინანსება შეამცირა, რამაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლა გამოიწვია. აქედან გამომდინარე არ იყო მოსალოდნელი, რომ "ზესტაფონი" ასეთი ანგარიშით დაამარცხებდა "გურიას", რომელიც გასულ სეზონში იდეალურად ასპარეზობდა. მატჩის მიმოხილვა llუმაღლესი ლიგის პირველ ტურში აღსანიშნავი იყო "ფოლადზე" გამართული შეხვედრაც, რომელშიც "მეტალურგმა" 2:1 დაამარცხა, დებიუტანტი ბათუმის "დინამო". შეხვედრა 1:1 იყო, როდესაც დაჩი ცნობილაძემ ეფექტური დარტყმით წინ გაიყვანა რუსთაველები და საბოლოოდ მის გუნდს 3 ქულა მოუტანა. ალბათ, უმაღლესი ლიგის პირველ ტურში, "მეტალურგის" 15 ნომრის მიერ გატანილი გოლი, საუკეთესო იყო. იხილეთ ვიდეო Untitled-4 ll"ჩელე არენა" დაუბრუნდა საქართველოს უმაღლეს ლიგას და ამ სტადიონზე ასპარეზობა "შუქურას" ხვდა წილად. ცნობისთვის, ქობულეთელებმა პირველ ტურში 2:1 დაამარცხეს "ზუგდიდი". თუ მიადევნებდით თვალს, ამ მატჩს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემდა, ნამდვილად მოგხვდებოდათ თვალში, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი სტადიონი. "ჩელე არენას" ინფრასტრუქტურა იდეალურად არის მოწყობილი. რაც მთავარია სტადიონს ისეთი ტაბლო აქვს, როგორითაც საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო" თუ დაიკვეხნის. შეგახსენებთ, რომ ამ მოედანს რეკონსტრუქცია 2012 წელს ჩაუტარდა. llნამდვილად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დავით სირაძე საქართველოს უმაღლეს ლიგაში, კერძოდ კი "სიონში" დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი უკანასკნელ წლებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ასპარეზობდა, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. დასაფასებელია ის, რომ სირაძემ უკვე მოუტანა სარგებელი "სიონს". უმაღლესი ლიგის პირველ ტურში, ბოლნისელები "ჩიხურას" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ, დავიდ სირაძე გახდა. შეგახსენებთ, რომ "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა სირაძესთან ერთად, კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი, გივი კვარაცხელია დაიმატა. Untitled-4 llსაკმაოდ სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის მატჩის შემდეგ, პრესკონფერენცია არ იმართება. უფრო სამარცხვინო კი ის არის, რომ პრობლემა ჟურნალისტები კი არა, არამედ მწვრთნელები არიან... GOAL.GE-ს წარმომადგენლები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "სიონისა" და "ჩიხურას" მატჩს ესწრებოდნენ. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ შეხვედრას თვალს 10-მდე ჟურნალისტი ადევნებდა და საპრესკონფერენციო დარბაზშიც, სავარაუდოდ თითოეული მათგანი წარსდგებოდა, თუმცა მოულოდნელად, გუნდებმა პრესკონფერენცია არ ჩაატარეს. llუმაღლესი ლიგის პირველ ტურში, შეინიშნებოდა ქომაგების აქტიურობა. მაგალითად, GOAL.GE-ს წარმომადგენლები რუსთავიდან აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები საკმაოდ ომახიანად ამხნევებდნენ, სტუმრად, მათ საყვარელ გუნდს. ასევე, ჩვენი ვებგვერდის ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, "სიონისა" და "ჩიხურას" აქტიური ქომაგები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე... თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ უმაღლესი ლიგის პირველ ტურში რომელიმე გუნდს, უფრო ომახიანი გულშემტკივარი ჰყავდა, ვიდრე "სამტრედიას". იმერლები, "დინამო არენაზე" "დინამოს" უპირისპირდებოდნენ და მართლაც რომ განსაცვიფრებელი იყო ის, რომ ამხელა გზაზე ამდენი ქომაგი გამოჰყვა საყვარელ გუნდს. Untitled-4 llმართალია, "დინამომ" ზაფხულში, გუნდიდან 7 ფეხბურთელი გაუშვა და საკმაოდ დასუსტდა, თუმცა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მაინც მოახერხა გამარჯვება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისური გუნდის მეტოქე, საკმაოდ ძლიერი გუნდი, "სამტრედია" იყო, რომელიც ზაფხულში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მიუხედავად ყველაფრისა, "დინამომ" თავისი სიტყვა თქვა და დამაჯერებლად შეძლო მეტოქის დამარცხება. ცნობისთვის, სამტრედიელებს პირველი გოლი, ჩისკომ გაუტანა, მეორე კი პაპუნაშვილმა. მატჩის მიმოხილვა llუმაღლესი ლიგის პირველ ტურს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. გურიაში, სადაც ფოთის "კოლხეთი", ქუთაისის "ტორპედოს" ხვდებოდა, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ ფანებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. llGOAL.GE გთავაზობთ, უმაღლესი ლიგის, პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს, პოზიციების მიხედვით. მართალია, "ჩიხურა" "სიონთან" დამარცხდა, თუმცა აღსანიშნავი იყო მაქსიმე ქვილითაიას თამაში. საჩხერელთა კიპერმა რამდენიმეჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან, ასე რომ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პირველ ტურში საუკეთესო ის იყო თავის პოზიციაზე. საუკეთესო მცველი, პირველ ტურში, დაჩი ცნობილაძე იყო, რომელმაც "მეტალურგს" 3 ქულა მოუტანა. შეგახსენებთ, რომ ცნობილაძემ ბათუმის "დინამოს" "მაკრატელა" გაუტანა და ანგარიში 2:1 გახადა. პირველ ტურში, ბევრი ნახევარმცველი იყო ისეთი, ვისი საუკეთესოდ დასახელებაც შეიძლება, თუმცა გიორგი პაპუნაშვილი მაინც ყველასგან გამორჩეული იყო. "სამტრედიასთან" მატჩში, პაპუნაშვილი საკმაოდ ბევრს მოძრაობდა და ბოლოს გოლის გატანაც მოახერხა. საუკეთესო თავდამსხმელი პირველ ტურში, მათე კვირკვიაა. მისი "ვიტ ჯორჯია" სტუმრად, მარტვილის "მერანს" ეთამაშა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისელებს სულ ორი მომენტი ჰქონდათ და მათე კვირკვიამ ორივეს ზუსტად გამოყენება მოახერხა. ll Untitled-2 ll Untitled-1 ნინო გელაშვილის ფოტოები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ჩრდილოეთ კორეასთან დამარცხდა

ყინულის ჰოკეის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა დაიწყო.

დღეს, 04:19

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

დღეს, 02:41

ნეიმარი 3 თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

დღეს საღამოს "პარი სენ ჟერმენმა" "მონაკოსთან" შეხვედრაში ჩემპიონობასთან ერთად ნეიმარის დაბრუნებაც აღნიშნა.

დღეს, 01:45

მბაპე ლიგა 1-ს ისტორიაში შევიდა

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ-მ" საკუთარ მოედანზე "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა.

დღეს, 01:30

იუვენტუსმა ბუფონს ჩემპიონობა მიულოცა

ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონობას გამოეხმაურა.

დღეს, 01:16

დე ხეა: "ეს სამარცხვინოა!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ, "ევერტონთან" გამანადგურებელი მარცხი (0:4) შეაფასა.

დღეს, 01:04

პოგბას რეალში გადასვლას 3 ფაქტორი უშლის ხელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას, ტრანსფერი მადრიდსი "რეალში" ნაკლებად მოსალოდნელია.

დღეს, 01:00

პსჟ ჩემპიონია: პარიზელებმა მონაკო მბაპეს ჰეთ-თრიკით დაამარცხეს [VIDEO]

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" შინ "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.

დღეს, 00:58

გიოტცემ ფორმა დაიბრუნა - საუკეთესო სეზონი ბოლო 5 წელიწადში

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 30-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "ფრაიბურგი" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:50

მატიჩი: "დამნაშავე ვარ!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, "ევერტონთან" გამანადგურებელი (0:4) მარცხი შეაფასა.

დღეს, 00:40

კლოპი: "მოედნის საფარი სახიფათო იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, "კარდიფ სიტისთან" შეხვედრის შემდეგ მოედნის საფრის მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 00:30

როისი: "ჩემპიონობის გვჯერა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და ლიდერმა, მარკო როისმა, "ფრაიბურგთან" გამარჯვება (4:0) შეაფასა.

დღეს, 00:29

ზიდანი: "ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ფენომენალურ ფორმაში მყოფი კარიმ ბენზემა შეაქო.

დღეს, 00:25

მოდრიჩმა რეალის მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა

"ეიბართან" დღევანდელი შეხვედრა მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველისთვის საიუბილეო გამოდგა.

დღეს, 00:25

საუკეთესო სეზონი პრემიერ ლიგაში - ლივერპულმა რეკორდი დაამყარა

ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფ სიტი" 2:0 დაამარცხა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

დღეს, 00:20

ემერი: "ოთხეულის ბედი კვლავ ჩვენს ხელშია"

ლონდონის "არენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, "კრისტალ პალასთან" დერბიში მარცხი (2:3) შეაფასა.

დღეს, 00:19

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

დღეს, 00:10

"ეს ჩემი სახლია" - მარსელომ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, მარსელომ, თავის მომავალს ნათელი მოჰფინა.

დღეს, 00:10

კარდიფის მწვრთნელმა სალაჰი სიმულაციაში დაადანაშაულა

"კარდიფ სიტის" გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა, "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

დღეს, 00:00

მორიგი სენსაცია: ვიტ ჯორჯიამ დინამო თბილისი შინ დაამარცხა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "დინამო თბილისი" დაამარცხა. შეხვედრა სენსაციურად დასრულდა.

გუშინ, 23:35

ჩაკვეტაძემ ძირითადში დაიწყო - გენტმა კვლავ ვერ მოიგო

ბელგიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ანდერლეხტსა" და "გენტს" შორის, ფრედ 0:0 დასრულდა.

გუშინ, 23:27

დინამო თბილისი დარასელიას თასის გამარჯვებულია

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება დასრულდა, რომელიც დინამოს აკადემიაში მიმდინარეობდა.

გუშინ, 23:24

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - ელიტაში აღზევდა

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - აღზევდა

გუშინ, 21:41

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

გუშინ, 20:50

ლივერპულმა კარდიფი დაამარცხა და კვლავ გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფი" დაამარცხა.

გუშინ, 20:50

ლილმა ტულუზა ვერ დაამარცხა, პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია!

საფრანგეთის ლიგა 1-ს 33-ე ტურში "ლილმა" სტუმრად "ტულუზა" ვერ დაამარცხა.

გუშინ, 20:45

ის, რაც რონალდუსაც არ გაუკეთებია - ბენზემას დიდებული მიღწევა

მადრიდელთა ფორვარდმა ის მოახერხა, რაც კრიშტიანუ რონალდუსაც არ ჰქონდა გაკეთებული.

გუშინ, 20:14

ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ბენზემამ სუარესს გადაუსწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა

მადრიდის "რეალის" ფორვარდს შესანიშნავი სეზონი აქვს.

გუშინ, 20:11

ბენზემას ბენეფისი და ჰეთ-ტრიკი - რეალმა ბილბაოს მოუგო და მესამე პოზიცია გაიმყარა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:05

ყველა სიახლე