ავტორიზაცია

მოულოდნელი ლიდერი! - 2020 წლის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ბევრი ნოუნეიმია ჩართული

მოულოდნელი ლიდერი! - 2020 წლის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ბევრი ნოუნეიმია ჩართული
თარიღი 11 Jan 2021, 17:00
ჯერჯერობით, ოქროს ბუცისთვის ბრძოლას მოულოდნელი ლიდერი ჰყავს.

ნორვეგიული „ბორო გლიმტის“ შემტევი, კასპერ იუნკერი, 2020/21-სეზონის ოქროს ბუცისთვის ამჟამად პირველ ადგილს იკავებს და ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები არიან.

როგორც იცით, ტოპ-ჩემპიონატებში გატანილი გოლი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში 2.0 კოეფიციენტით ფასდება.

ნორვეგიული ელიტსერიენი ტოპ-ჩემპიონატად არ მოიაზრება და ამიტომ, აქ გატანილ გოლს 1.5 აქვს კოეფიციენტი და საინტერესოა, რომ იუნკერი დავას ამისდა მიუხედავად ლიდერობს, რადგან უახლოეს მდევარს, რობერტ ლევანდოვსკის, 7 გოლით უსწრებს.

ათეული კი ასე გამოიყურება:

1. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 27 გოლი (1.5), 40.5 ქულა

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 20 გოლი (2.0), 40 ქულა

3. ამალ პელეგრინო (კრისტიანსუნი) – 25 გოლი (1.5), 37.5 ქულა

4. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 15 გოლი (2.0), 30 ქულა

5. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 19 ქულა (1.5), 28.5 ქულა

6. ფილიპ ზინკერნაგელი (ბოდო გლიმტი) – 19 გოლი (1.5), 28.5 ქულა

7. კრისტოფერ ნიმანი (ნორკოპინგი) – 18 გოლი (1.5), 27 ქულა

8. რაუნო საპინენი (ფლორა ტალინი) – 26 გოლი (1.0) – 26 ქულა

9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 13 გოლი (2.0), 26 ქულა

10. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) – 12 გოლი (2.0) – 24 ქულა.

აღნიშნული პრიზის რეკორდული რაოდენობის მფლობელი ლეო მესია (6), მოქმედი გამარჯვებული კი - ჩირო იმობილე.