ავტორიზაცია

კონტე: "იუვენტუსს" არ დავტოვებ"

კონტე: "იუვენტუსს" არ დავტოვებ"
თარიღი 09 მარ 2013, 15:42
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდს ერთგულებას ჰპირდება. "არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ მე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "იუვენტუსს" დავტოვებ. ჩემთვის სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩემი გადაბირებით ევროპის ტოპ-კლუბები ინტერესდებიან, თუმცა ეს შეგვიძლია ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებად მივიჩნიოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენთაგანი თავის სამუშაოს უნაკლოდ ასრულებს, და ამით უნდა ვიამაყოთ". "კლუბის პრეზიდენტთან, დირექტორებთან ბეპე მაროტასთან და ფაბიო პარატიჩისთან ერთად წარმატებული ურთიერთობით ძალიან მოხარული ვარ. თუ ჩვენს კლუბში ასეთი ატმოსფერო დაისადგურებს, მაშინ არანაირი პრობლემა არ წარმოიშვება. ვგრძნობ თუ არა იმას, რომ მზად ვარ ევროპის რომელიმე ტოპ-კლუბი გავწვრთნა? მე უკვე ვწვრთნი მას", - განაცხადა კონტემ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ კონტეს გადაბირებით "ჩელსი", "რეალი" და "პსჟ" იყვნენ დაინტერესებულნი. წყარო: Football Italia