ავტორიზაცია

"ლივერპულთან მატჩს მოუთმენლად ველით", - სოლსკიაერი

"ლივერპულთან მატჩს მოუთმენლად ველით", - სოლსკიაერი
თარიღი 14 Jan 2021, 20:44
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ლივერპულთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

"უნდა ვესტუმროთ მოქმედ ჩემპიონს და პრემიერ ლიგის უკანასკნელი სამი წლის გამორჩეულ გუნდს. ლივერპულთან მატჩს მოუთმენლად ველი.

მათთან დაპირისპირება არის როგორც გამოცდა, ისე გამოწვევაც. ვნახოთ, რა შეუძლია მანჩესტერს", - განაცხადა ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკებისა" და მერსისაიდელების შეხვედრა გაიმართება 17 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე.