ავტორიზაცია

AS: ზიდანმა და ვინისიუსმა აგვისტოში იკამათეს - ისინი ჯერაც არ შერიგებულან

AS: ზიდანმა და ვინისიუსმა აგვისტოში იკამათეს - ისინი ჯერაც არ შერიგებულან
თარიღი 14 Jan 2021, 21:14
AS-ის თანახმად, ზინედინ ზიდანსა და ვინისიუს ჟუნიორს შორის 2020 წლის აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგაზე შავმა კატამ გაირბინა.

ფრანგი სპეციალისტი ბრაზილიელ თავდამსხმელს ეკამათა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართული განმეორებითი მატჩის შესვენების დროს.

ზიზუ თავის შეგირდებს აძლევდა მითითებებს, მაშინ, როდესაც სათადარიგოთა სკამზე დარჩენით გაბრაზებული ფორვარდი მწვრთნელს არ უსმენდა.

"სამეფო კლუბის" დამრიგებლის საუბრის პერიოდში, მისი შეგირდი სმარტფონიდან განზრახ არ წევდა თავს. იგივე წყაროს მტკიცებით, მათი ურთიერთობა ჯერაც არ დალაგებულა.