ავტორიზაცია

"ლივერპულს პრემიერ ლიგაში 4 კონკურენტი ჰყავს", - ფაბინიო

"ლივერპულს პრემიერ ლიგაში 4 კონკურენტი ჰყავს", - ფაბინიო
თარიღი 14 Jan 2021, 21:27
"ლივერპულის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ფაბინიო ტავარესმა მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის საჩემპიონო შანსები შეაფასა:

"ლივერპულს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჰყავს ოთხი კონკურენტი - მანჩესტერი, მან სიტი, ჩელსი და ტოტენჰემი.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოსარჩევია იუნაიტედი, რომელიც ახლა უკვე ლიდერია, თუმცა არც სხვებს ვივიწყებთ", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელების "წითელ ეშმაკებთან" ჩამორჩენა ამ დროისთვის სამ ქულას შეადგენს (36-33).