ავტორიზაცია

ორი კომპონენტი, რომელშიც მაგუაირი პრემიერ ლიგაში საუკეთესოა

ორი კომპონენტი, რომელშიც მაგუაირი პრემიერ ლიგაში საუკეთესოა
თარიღი 14 Jan 2021, 22:41
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, ჰარი მაგუაირი პრემიერ ლიგის ცენტრალურ მცველებს შორის ორ კომპონენტში საუკეთესოა.

საქმე ისაა, რომ ინგლისელმა უკანახაზელმა ეპლ-ის მიმდინარე სეზონში მოიგო 72 საჰაერო ორთაბრძოლა, რაც მისი პოზიციის წარმომადგენლებს შორის საუკეთესო შედეგია.

ამის გარდა, "წითელი ეშმაკების" ცენტრბექმა განახორციელა 34 ართმევა, რაც აგრეთვე უკონკურენტო მაჩვენებელია.

როგორც ვხედავთ, მთლიან "მანიუსთან" ერთად, გამოცოცხლება გუნდის ხუთმა ნომერმაც მოახერხა. "ბარნლის" დამარცხების შემდეგ, "მანკუნიანელები" პრემიერ ლიგაში გალიდერდნენ.