ავტორიზაცია

37 წლის ჰუნტელაარის გმირობა: შემოსვლა 89-ე წუთზე, დუბლი და გამარჯვება [VIDEO]

37 წლის ჰუნტელაარის გმირობა: შემოსვლა 89-ე წუთზე, დუბლი და გამარჯვება [VIDEO]
თარიღი 15 Jan 2021, 02:15
ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ამსტერდამის "აიაქსი" "ტვენტეს" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.

ანგარიში მე-7 წუთზე "აიაქსმა" გახსნა, "ტვენტემ" ბევრი მცდელობის შემდეგ 84-ე წუთზე გაათანაბრა.

მთავარი კი 89-ე წუთიდან დაიწყო, როცა "აიაქსის რიგებში მოედანზე კლას-იან ჰუნტელაარი გამოვიდა.

37 წლის ფეხბურთელმა 90-ე და 91-ე წუთებზე გაიტანა და მატჩის გმირად იქცა.

16 ტურის შემდეგ, "აიაქსს" 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.