ავტორიზაცია

სუსტი პენალტებში: კურტუას ცუდი სტატისტიკა რეალში

სუსტი პენალტებში: კურტუას ცუდი სტატისტიკა რეალში
თარიღი 15 Jan 2021, 02:40
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის "რეალი" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 2:1 წააგო.

სამეფო კლუბმა პირველი გოლი პენალტით გაუშვა, რომელიც ზუსტად გარსიამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ კურტუამ უკვე ზედიზედ მე-9 პენალტი გაუშვა და მხრივ ცუდი სტატისტიკა აქვს.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც კურტუა "რეალის" მეკარეა, ჯამში 18 პენალტი დაურტყეს და აქედან 16 გაუშვა.