ბენზემამ თავის ფავორიტს გაუტანა - ფრანგის საოცარი სტატისტიკა ბილბაოსთან

ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ შეხვედრაში მადრიდის "რეალის" მხრიდან ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა.
ფრანგი თავდამსხმელის სტატისტიკა ბასკების წინააღმდეგ საერთო ჯამში ასეთია - 20 შეხვედრა, 14 ბურთი და ცნობისთვის, ყველაზე მეტი ბურთი მან სწორედ ამ გუნდს გაუტანა.
"თეთრ-წითლების" შემდეგ მოდის "გრანადა", რომელსაც "სამეფო კლუბის" ფორვარდმა გაუტანა 13 ბურთი, სამეულს კი "ვალენსია" ხურავს (11).
რაც შეეხება "ბარსელონას", 33 მატჩში "ბლანკოსის" ცხრიანმა ამ გუნდის კარი ცხრაჯერ აიღო. შეგახსენებთ, წარმოშობით ალჟირელმა შემტევმა თეთრი მაისურით სულ 262 ბურთი გაიტანა.