ავტორიზაცია

კუმანი: "დემბელე რამდენიმე კომპონენტში საუკეთესოა"

კუმანი: "დემბელე რამდენიმე კომპონენტში საუკეთესოა"
თარიღი 15 Jan 2021, 12:16
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ესპანეთის სუპერთასის შემდეგ, შეაქო თავისი ერთ-ერთი შეგირდი, ოსმან დემბელე:

"დემბელე მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია, რაც მის სათამაშო ხარისხზეც აისახა. ამის გარდა, ფრანგი ბარსელონას შეტევას მრავალფეროვნებას აძლევს.

მინდა გამოვარჩიო აგრეთვე ის, თუ როგორი ეფექტურია ოსმანი მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგესთან ერთი ერთზე რჩება".

შეგახსენებთ, კატალონიელებმა დაამარცხეს "რეალ სოსიედადი" და სუპერთასის ფინალში მათ ბილბაოს "ატლეტიკი" ელის.