ავტორიზაცია

ლივერპულმა ვეინალდუმის შემცვლელი ლიგა 1-ში შეარჩია - ფაბრიციო რომანო

ლივერპულმა ვეინალდუმის შემცვლელი ლიგა 1-ში შეარჩია - ფაბრიციო რომანო
თარიღი 15 Jan 2021, 13:34
ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ლივერპული" ჯორჯინიო ვეინალდუმის სხვა გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს.

მერსისაიდული გუნდი ნიდერლანდელ ცენტრალურ ნახევარმცველთან ვერ ახერხებს კონტრაქტის გახანგრძლივებას და ამის გარდა, ფეხბურთელით "ბარსა" ინტერესდება.

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიაში ტრანსფერი მართლაც შედგება, "წითლები" გადაერთვებიან "ლილის" ჰავბეკზე, რენატო სანჩესზე.

შეგახსენებთ, 2017-2018 წლის სეზონში პორტუგალიელმა შუახაზელმა "სუონსი სიტის" შემადგენლობაში პრემიერ ლიგაში უკვე ითამაშა.