ავტორიზაცია

ბაიერნი ალაბას შემცვლელად რეალის მცველს მოიაზრებს?!

ბაიერნი ალაბას შემცვლელად რეალის მცველს მოიაზრებს?!
თარიღი 15 Jan 2021, 17:06
„რეალის“ მცველმა, ედერ მილიტაომ, კარიერა შესაძლოა „ბაიერნში“ გააგრძელოს.

Goal.com-ის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი ბრაზილიელ ფეხბურთელს დავიდ ალაბას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ მილიტაოს ამ სეზონში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა - მეტიც, ის გუნდში სერხიო რამოსთან, რაფა ვარანთან და ნაჩოსთან კონკურენციაში საგრძნობლად მარცხდება.

პრესა ვარაუდობს, რომ მილიტაოსთვის პრიორიტეტი - „რეალში“ დარჩენაა, მაგრამ ის გაცილებით დიდ სათამაშო დროს ითხოვს. ამ სეზონში, მას 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.