ავტორიზაცია

ზლატანმა ისაუბრა, თუ როდემდე აპირებს მილანში დარჩენას

ზლატანმა ისაუბრა, თუ როდემდე აპირებს მილანში დარჩენას
თარიღი 15 Jan 2021, 18:38
„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, „როსონერიში“ კარიერის გაგრძელებაზე ისაუბრა.

„დღეს თავს ლიდერად ვგრძნობ, გუნდი მე მომყვება. ჩვენ ვმუშაობთ და თავს ვწირავთ. თუმცა შედეგები - მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის.

დიდ საქმეებს ვაკეთებთ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ჯერ ძალიან ადრეა, ბევრი მატჩია დარჩენილი, მაგრამ ლიმიტებს არ ვიყენებთ.

არ მინდა იმაზე საუბარი, რამდენი ვითამაშე, ეს თავს მოხუცად მაგრძნობინებს. თამაშს იქამდე გავაგრძელებ, სადამდეც თავს კარგად ვიგრძნობ. ჩემს კონტრაქტზე კი მოგვიანებით ვისაუბრებთ.“ - აღნიშნა ზლატანმა.