ავტორიზაცია

ტორინო ფიორენტინას ფორვარდს იმატებს

ტორინო ფიორენტინას ფორვარდს იმატებს
თარიღი 15 Jan 2021, 18:42
„ტორინო“ „ფიორენტინას“ ფორვარდის, კრისტიან კუამეს დამატებასთან ახლოსაა.

ტურინული გუნდი ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს. კონტრაქტში გაიწერება პუნქტი, რომლითაც ტურინელებს ზაფხულში ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლაბათ.

მომავალ ზაფხულს, თუ „ტორინო“ კუამეს სრულად შეძენას მოისურვებს, მასში 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.