ავტორიზაცია

ტოტენჰემს თავისივე მცველის იჯარიდან ნაადრევად დაბრუნება სურს

ტოტენჰემს თავისივე მცველის იჯარიდან ნაადრევად დაბრუნება სურს
თარიღი 15 Jan 2021, 18:44
„ტოტენჰემს“ თავისი მცველის, კამერონ კარტერ-ვიკერსის დაბრუნება სურს.

Football Insider-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს დაცვის გასაძლიერებლად 23 წლის ამერიკელის საკუთარ გუნდში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

ამჟამად, კარტერ-ვიკერსი იჯარით „ბორნმუთში“ ასპარეზობს, მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.

Transfermarkt ფეხბურთელს 2 მილიონ ევროდ აფასებს. საინტერესოა, რომ სათამაშო დრო კამერონს დიდად არც „ბორნმუთში” ეძლევა. ამ სეზონში მან მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ისიც, ინგლისის თასზე.