როგორი სტატისტიკით დაასრულა კარიერა უეინ რუნიმ?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ უეინ რუნიმ კარიერა დაასრულა და „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
საინტერესოა, თუ როგორი სტატისტიკით ჩამოკიდა ინგლისელმა ბუცები ლურსმანზე.
კარიერის მანძილზე უეინ რუნიმ 884 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 366 გოლი გაიტანა და 188 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გარდა ამისა, მან 16 გუნდური ჯილდოს მოგება მოახერხა და ამჟამად, ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიცაა.
აქამდე, რუნი „დერბი ქაუნტიში“ დროებითი მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა.