ავტორიზაცია

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 15 Jan 2021, 22:41
"პსჟ"-ს მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

როგორც აღინიშნება, COVID-19-ზე დადებითი პასუხის შემდეგ, არგენტინელი სუპერვარსკვლავი თვითიზოლაციაში გადავიდა.

უახლოეს პერიოდში პარიზულ გუნდს პოჩეტინოს დამხმარეები, ხესუს პერესი და მიგელ დ'აგოსტინო უხელმძღვანელებენ.

მოგეხსენებათ, "პსჟ" ხვალ საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ანჟერს" დაუპირისპირდება.

პოჩეტინომ აქამდე პარიზელებთან ერთად პირველი ტტიული მოიგო. საფრანგეთის სუპერთასზე "პსჟ"-მ "მარსელს" მოუგო - 2:1.