"ტალანტებს არ იყენებს", - რივალდომ კუმანი შეაქო, ზიდანი კი გააკრიტიკა

ახალგაზრდებთან მუშაობის თვალსაზრისით, "ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი შეაქო.
აგრეთვე, ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ "რეალში" ზინედინ ზიდანს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ასეთი მიდგომა არ აქვს.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობაში საკვანძო მომენტი მათზე ზეწოლის არარსებობაა. ვფიქრობ, კუმანი ყველაფერს სწორად აკეთებს. ბუსკეტსის, მესისა და ალბას გარშემო ახალგაზრდა ბიჭები გააერთიანა. კუმანი ამისთვის პატივისცემას იმსახურებს".
"არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზიდანი იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც თავიდან აკეთებდა და ახალგაზრდა ტალანტებს არ იყენებს, ვალვერდეს, როდრიგოსა და ვინისიუსის სახით".
"გავიგე, რომ ვინისიუსის დასჯას აპირებს, რადგან გუნდის საუბრის დროს მობილურ ტელეფონში იყურებოდა. ასეთი რაღაცების გამო, ფეხბურთელს თამაში არ უნდა აუკრძალო, რადგან ამით საკუთარ გუნდს ზიანს აყენებ", - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Football Italia.