ავტორიზაცია

სასუოლომ მილანს, იუვენტუსსა და მანჩესტერ სიტის უარი შეუთვალა

სასუოლომ მილანს, იუვენტუსსა და მანჩესტერ სიტის უარი შეუთვალა
თარიღი 15 Jan 2021, 23:36
"სასუოლომ" ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე შეთავაზებები იუარა, წერს Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 23 წლის იტალიელთან განშორებას არ აპირებს - "მანჩესტერ სიტის", "მილანსა" და "იუვენტუსს" უარი შეუთვალა.

როგორც აღინიშნება, "სასუოლო" მზადაა ლოკატელის გაყიდვის ვარიანტი 2021 წლის ზაფხულში განიხილოს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.