ავტორიზაცია

ლინეკერი: "რუნის ტრავმა რომ არა, ინგლისი ევრო 2004-ს მოიგებდა"

ლინეკერი: "რუნის ტრავმა რომ არა, ინგლისი ევრო 2004-ს მოიგებდა"
თარიღი 16 Jan 2021, 10:18
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, გარი ლინეკერი, უეინ რუნის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა:

"რუნი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. მას მართლაც დიდებული კარიერა ჰქონდა.

უეინის ტრავმა რომ არა, ჩვენი ნაკრები 2004 წლის ევროპის ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებდა", - განაცხადა ონგლისელმა.

შეგახსენებთ, "ლომების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ტრავმა პორტუგალიასთან 1/4 ფინალური მატჩის პირველ ტაიმში მიიღო. ბრიტანელები პირენეელებთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.