ავტორიზაცია

რამდენად სერიოზულია დესტის ტრავმა და ითამაშებს თუ არა ის ფინალში?

რამდენად სერიოზულია დესტის ტრავმა და ითამაშებს თუ არა ის ფინალში?
თარიღი 16 Jan 2021, 10:54
"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, სერჟინიო დესტმა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

ამერიკელ ვინგბექს აწუხებდა ტკივილი ბარძაყში, თუმცა Sport-ის თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უკან დარჩა.

"ბლაუგრანას" განაპირა მცველი მწყობრშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბილბაოს "ატლეტიკთან" ის ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ბასკებს დაუპირისპირდებიან კვირას, 17 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე.