რეალი რამოსს კვლავ კარგავს?!

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრის წინ, მარცხენა მუხლში ტკივილი იგრძნო.
"სამეფო კლუბის" ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა მატჩი ტკივილგამაყუჩებლებით ჩაატარა.
"ბლანკოსის" ლიდერი კვლავ განიცდის დისკომფორტს და ის უდიდესი ალბათობით გამოტოვებს თავისი გუნდის უახლოეს მინიმუმ ორ თამაშს.
"თეთრები" კოპა დელ რეიზე შეხვდებიან "ალკოიანოს", შემდეგ კი ლა ლიგაში "დეპორტივო ალავესს". ორშაბათს, 18 იანვარს, "გალაქტიკოს" 4-იანს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება.