ავტორიზაცია

ერიქსენმა ინტერში პირველი ინდივიდუალური "ჯილდო" მოიგო

ერიქსენმა ინტერში პირველი ინდივიდუალური "ჯილდო" მოიგო
თარიღი 16 Jan 2021, 11:38
"ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა სერია ა-ში პირველი ინდივიდუალური "ჯილდო" მოიგო.

რატომ არის სიტყვა ჯილდო ბრჭყალებში? საქმე ისაა, რომ დანიელი ფლეიმეიქერი კალჩოს 2020 წლის ყველაზე ცუდ მოთამაშედ დასახელდა.

სწორედ მილანელთა ჰავბეკმა მიიღო ხმების უმრავლესობა (26.38%) და მან გაასწრო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლუკას პაკეტა (19.26%) და ადრიენ რაბიო (15.71%).

შეგახსენებთ, 28-წლის შუახაზელი იანვრის ბოლოსთვის "ნერაძურიში" უდიდესი ალბათობით აღარ იქნება. აღნიშნული გამოკითხვა Goal.com-მა ჩაატარა.