ავტორიზაცია

"ლივერპულთან ფინალის ტოლფასი მატჩი გველის", - ბრუნო

"ლივერპულთან ფინალის ტოლფასი მატჩი გველის", - ბრუნო
თარიღი 16 Jan 2021, 12:58
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ლივერპულის" წინააღმდეგ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"ლივერპულთან შეხვედრა ფინალის ტოლფასი მოვლენა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრების გასაბედნიერებლად.

მანჩესტერის თითოეული ფეხბურთელი აცნობიერებს იმას, თუ რა დევს სასწორზე", - განაცხადა პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკები" მერსისაიდელებს ესტუმრებიან კვირას, 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე.