ავტორიზაცია

"კიელინიმ არ იცის, რას ნიშნავს ეთიკა", - მელო

"კიელინიმ არ იცის, რას ნიშნავს ეთიკა", - მელო
თარიღი 16 Jan 2021, 13:06
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, ჯორჯო კიელინის შესახებ განცხადება გააკეთა:

"კიელინიზე ცუდად არ ვსაუბრობ, რადგან ეს არის ეთიკა - არ გალანძღო ის, ვისთანაც ერთად საერთო საქმეს აკეთებდი.

ის არ იზიარებს ჩემს მოსაზრებას, რადგან იტალიელისთვის ეს ყველაფერი უცხოა. ვიცი, ის გააგრძელებს უარყოფით საუბარს.

მე ვგულშემატკივრობ კიდეც ჯორჯოს და მთელი გულით მსურს, რომ მან მოიგოს რაიმე საერთაშორისო ტიტული, რომელიც მას ასე აკლია".