სერ ალექსი: "ჰენდერსონი თავის დროზე სირბილის უჩვეულო მანერის გამო დავიწუნეთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, ჯორდან ჰენდერსონის არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა:
"ჰენდერსონით 2011 წელს აქტიურად ვინტერესდებოდი, თუმცა სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, მის ტრანსფერზე ხელი ავიღე.
ექიმებს არ მოეწონათ ინგლისელის სირბილის მანერა, რომელიც პოტენციურად ტრავმატული ფეხბურთელის გადაადგილებას ჰგავდა.
მე კი იმ მომენტში ვეძებდი ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელიც რეგულარულად ჯანმრთელი იქნებოდა", - განაცხადა შოტლანდიელმა.