ავტორიზაცია

პოჩეტინო: "მბაპეთი კმაყოფილი ვარ"

პოჩეტინო: "მბაპეთი კმაყოფილი ვარ"
თარიღი 16 Jan 2021, 16:43
„პსჟ-ს“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, კილიან მბაპეს შედეგიანობაზე ისაუბრა.

„კილიანის ფორმით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გუნდისთვის ძალებს არ იშურებს.

„მარსელთან“ მატჩში მის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. მან ჩემს პირველ სამივე მატჩში 90 წუთი ითამაშა, რაც ამტკიცებს იმას, რომ მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.

მბაპესგან ბევრს ელიან, ის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მისით კმაყოფილი ვარ და დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო შედეგიანი გახდება. სჭირდება თუ არა დასვენება? ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება იმას, თუ რა იქნება უკეთესი ფეხბურთელისთვის. მბაპემ სამივე მატჩი იმიტომ ჩაატარა, რომ კარგ ფორმაშია. რაც უფრო მეტ წუთს მივცემთ, მით უკეთესი იქნება კილიანი.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal.com.