ავტორიზაცია

გარსიას ტრანსფერი ბარსელონაში გარდაუვალია, მაგრამ არა ამ ზამთარს

გარსიას ტრანსფერი ბარსელონაში გარდაუვალია, მაგრამ არა ამ ზამთარს
თარიღი 16 Jan 2021, 17:06
ერიკ გარსიას ტრანსფერი „ბარსელონადან“ „მანჩესტერ სიტიში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დრო არ მოხდება.

Goal.com ადასტურებს, რომ ესპანელმა „ბარსელონასთან“ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ საუბარია მხოლოდ ზაფხულის ტრანსფერზე.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა გუნდმა იცის, რომ მომავალ ზაფხულს ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავს, ფასის დაკლება მაინც არ სურს და „ბარსას“ 10-ზე მეტ მილიონ ევროს სთხოვს.

სწორედ ამის გამო, კატალონიურმა გუნდმა გადაწყვიტა დაიცადოს და ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს უკვე სრულიად უფასოდ დაიმატოს.