ავტორიზაცია

ბარსელონამ თვალი მანჩესტერის პორტუგალიელ მცველს დაადგა

ბარსელონამ თვალი მანჩესტერის პორტუგალიელ მცველს დაადგა
თარიღი 16 Jan 2021, 17:23
„ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველს, დიოგუ სალოტს დაუმიზნა.

ამის შესახებ იტალიური პრესა იტყობინება. „ბარსელონას“ მისი გადაბირებით მარჯვენა მცველის პრობლემის მოგვარება სურს.

ამჟამად, პორტუგალიელი იჯარით „მილანში“ ასპარეზობს, რომელიც მზადაა, ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გამოისყიდოს კიდეც.

„როსონერიში“ გადასვლის შემდეგ, მან 15 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება.