ავტორიზაცია

მოურინიო ბეილს: "ტოტენჰემში თამაში გინდა თუ მადრიდში სკამზე ჯდომა?"

მოურინიო ბეილს: "ტოტენჰემში თამაში გინდა თუ მადრიდში სკამზე ჯდომა?"
თარიღი 16 Jan 2021, 20:35
"ტოტენჰემის" სავარჯიშო სესიის დროს მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსა და ფორვარდ გარეტ ბეილის საუბარი გაიშიფრა, წერს Marca.

"აქ ყოფნა გინდა თუ უკან მადრიდში დაბრუნება და იქ სკამზე ჯდომა?", - ჰკითხა მოურინიომ ბეილს.

აქამდე პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ უელსელთან მომავალზე არ ულაპარაკია.

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგაში 17 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-6 ადგილზეა. ბეილმა, რომელიც ლონდონელთა ღირსებას "რეალიდან" იჯარით იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.