ავტორიზაცია

პირლო: "კონტესგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი მადლიერი ვარ"

პირლო: "კონტესგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი მადლიერი ვარ"
თარიღი 16 Jan 2021, 20:51
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ სერია ა-ს მე-18 ტურში "ინტერთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ კოლეგა ანტონიო კონტესგან ბევრი ისწავლა.

"მე და კონტეს განსხვავებული ხასიათი გვაქვს. შეიძლება, სწორედ ამიტომ ვუგებდით ყოველთვის კარგად ერთმანეთს. სეზონის დაწყების წინ ვისაუბრეთ. ჩვენს შორის დიდი პატივისცემა და გულწრფელი სიმპატიაა", - ციტირებს პირლოს სიტყვებს "იუვეს" პრესსამსახური.

"იუვენტუსის ისტორიაში შევიდა და პირადად მე ბევრი მომცა. კონტესგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი მადლიერი ვარ. მისი წყალობით, მოვინდომე მწვრთნელი გავმხდარიყავი, მაგრამ ხვალ მეტოქეები ვიქნებით", - დასძინა ანდრეამ.

"ინტერი" - "იუვენტუსი" 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.