კუმანი: "იმედი გვაქვს, მესი ფინალში ითამაშებს, მაგრამ მისი გადასაწყვეტია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაოსთან" გასამართი მატჩის წინ ფორვარდ ლიონელ მესის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა, დღეს კი სრული დატვირთვით. ვნახოთ, რა მოხდება. თავად უკეთესად იცნობს საკუთარ სხეულს, უნდა დაველოდოთ და იმედი გვქონდეს, რომ ითამაშებს".
"როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გყავს, უფრო მეტი გამარჯვების შანსი გაქვს. მასთან ერთად გუნდი ძლიერია, მისი კრეატიულობისა და ეფექტურობის წყალობით, მაგრამ არ ითამაშებს, თუ 100 პროცენტით მზად არ იქნება", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.
ესპანეთის სუპერთასის ფინალი 17 იანვარს გაიმართება. "ბარსამ" 1/2 ფინალში "სოსიედადი" პენალტების სერიაში დაამარცხა (ძირითადი დრო - 1:1), "ბილბაო" კი "რეალზე" ძლიერი აღმოჩნდა - 2:1.