ავტორიზაცია

პლატინი: "დიბალა მარადონასა და ნეიმარის კატეგორიიდანაა, არც რონალდუა, არც მესი"

პლატინი: "დიბალა მარადონასა და ნეიმარის კატეგორიიდანაა, არც რონალდუა, არც მესი"
თარიღი 16 Jan 2021, 23:35
"იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელმა, "ოქროს ბურთის" 3-გზის მფლობელმა, მიშელ პლატინიმ გუნდის თავდამსხმელ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.

"როგორ დასრულდება "იუვენტუსისა" და "ინტერის" შეხვედრა? 1:0, რონალდუ გაიტანს. საინტერესო მატჩი იქნება".

"თუმცა, სკუდეტოსთვის ბრძოლაში "მილანისთვისაც" მისადევნებელია თვალყური. ისინი ყოველთვის აღწევენ შედეგს, პირველები მიდიან და არ გაჩერდებიან".

"პაულო დიბალა მომწონს. მარადონას, ომარ სივორის, ნეიმარის კატეგორიიდანაა. შეიძლება, შედარებით ნაკლები ნიჭი აქვს, მაგრამ ვნახოთ".

"არც რონალდუა, არც მესი, არც რეჯისტა", - ციტირებს პლატინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

დიბალამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში "იუვენტუსის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, 2 ასისტთან ერთად.