სან-სიროზე პრაქტიკულად საჩემპიონო იტალიური დერბი გაიმართება

სერია ა-ს მე-18 ტურში შედგება საიუბილეო, 175-ე Derby d'Italia შედგება - მეორეადგილოსანი „ინტერი“ „იუვენტუსს“ მიიღებს, რომელსაც მოგების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადასვლა შეეძლება.
„ინტერი“ – „იუვენტუსი“
„მილანის“ ზოგი გულშემატკივარი ამტკიცებს, რომ სახელწოდება სრულიად იტალიის დერბი, რომლითაც „იუვენტუსის“ და „ინტერის“ დაპირისპირებას მოიხსენიებენ, „ბებერი სინიორას“ ქომაგების მოგონილია, რომელთაც ამით მათი მთავარი ოპონენტის - „როსონერის“ დაკნინება სურდათ.
თუმცა, წელს ბევრის აზრით ეს დაპირისპირება სწორედაც რომ სრულიად იტალიის დერბია, რადგან ბევრი ექსპერტის თქმით, „მილანი“ სატურნირო ცხრილის სათავეში დროებით არის, ტიტულს კი სწორედ „ინტერი“ და „იუვენტუსი“ გაითამაშებენ.

17 ტურის შემდეგ, „ინტერი“ „მილანს“ 3 ქულით ჩამორჩება, „იუვენტუსი“ კი „ინტერთან“ 4 ქულის სიშორეზე იმყოფება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რომ ქულები ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტურში პიოლის გუნდს კოჭლ „კალიარისთან“ მოუწევს დაპირისპირება, ასე რომ დიდი ალბათობით, „მილანი“ მორიგ სამ ქულას ჩაიწერს აქტივში.
ოთხშაბათს, 13 იანვარს, „ინტერმაც“ და „იუვენტუსი“ იტალიის თასის 1/8-ფინალში „ფიორენტინას“ და „ჯენოას“ დაუპირისპირდნენ და ორივეს დამატებით დროში მოუწია გამარჯვების მოპოვება.
სავარაუდო შემადგენლობები:
„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, ჰაკიმი, ბარელა, ბროზოვიჩი, ვიდალი, იანგი, ლუკაკუ, მარტინესი
„იუვენტუსი“: შესნი, დანილო, ბონუჩი, კიელინი, ფრაბოტა, რემსი, ბენტანკური, მაკკენი, კიეზა, რონალდუ, მორატა.
ვერ ითამაშებენ: დ’ამბროზიო, პინამონტი, ვესინო - დიბალა, დე ლიგტი, ალექს სანდრო, კუადრადო.
Goal.ge-ს პროგნოზი: ფრე, 1:1.
„ინტერი“ – „იუვენტუსი“
კვირა, 17 იანვარი, 23:45 საათი, მილანი - „ჯუზეპე მეაცა“, არბიტრი - დანიელე დოვერი