ავტორიზაცია

პიოლი: "სისულელეა, რომ მილანი იბრაჰიმოვიჩის გარეშე უკეთ თამაშობს"

პიოლი: "სისულელეა, რომ მილანი იბრაჰიმოვიჩის გარეშე უკეთ თამაშობს"
თარიღი 17 Jan 2021, 18:57
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, სერია ა-ს მე-18 ტურის მატჩზე ისაუბრა.

„როსონერის“ მეთაურმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა.

„ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ზლატანი და რამდენი სარგებელი მოაქვს. ძალიან გვიხარია, რომ ის დაბრუნდა და პრობლემები უკან მოიტოვა.

ვხედავდი, რომ ის სათამაშოდ უკვე მზადაა და მწყობრში მოვიდა. გუნდმა აჩვენა, რომ აშკარა ცოდნა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა ითამაშოს.

თუმცა, სისულელეა, რომ „მილანი“ იბრაჰიმოვიჩის გარეშე უკეთ თამაშობს. ამავდროულად, სასურველ შედეგებს საკადრო სიტუაციის განურჩევლად უნდა მივაღწიოთ.“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს SkySport Italia.