ავტორიზაცია

"მანჩესტერის გაწვრთნაზე წამითაც კი არ მიფიქრია", - კლოპმა მიზეზი განმარტა

"მანჩესტერის გაწვრთნაზე წამითაც კი არ მიფიქრია", - კლოპმა მიზეზი განმარტა
თარიღი 17 Jan 2021, 19:53
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გაიხსენა, თუ როგორ თქვა უარი "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნაზე.

აგრეთვე, გერმანელმა სპეციალისტმა მანიკუნიანელთა ექს-თავკაც სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"არასოდეს მიფიქრია: "როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მანჩესტერში ყველაფერი". ამაზე ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ, რადგან "ლივერპულში" თავს კარგად ვგრძნობ. ჩემს ადგილას ვარ. ლივერპულში ამინდიც კი იმაზე უკეთესია, ვიდრე მანჩესტერში".

"ფერგიუსონთან კონტაქტი მაქვს. მომწერა შეტყობინება: "ეს ჩემი ახალი ნომერია". ჩემთვის ეს პატივი იყო. მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ და კარგი საქმისთვის ვმუშაობთ. მაგრამ უნდა, რომ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგოს, მე კი - "ლივერპულმა". შედეგის მიუხედავად, მეგობრებად დავრჩებით", - განუცხადა კლოპმა Daily Mail-ს.

დღეს, 17 იანვარს, "ლივერპული" "ემიუს" პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს.