ავტორიზაცია

კეინის მორიგი გოლი - ტოტენჰემმა სტუმრად შეფილდ იუნაიტედს მოუგო [VIDEO]

კეინის მორიგი გოლი - ტოტენჰემმა სტუმრად შეფილდ იუნაიტედს მოუგო [VIDEO]
თარიღი 17 Jan 2021, 19:59
ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "შეფილდ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "დეზების" გამარჯვებით დასრულდა - 1:3.

ანგარიში მე-5 წუთზე სერჟ ორიემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ჰარი კეინმა ლონდონელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

59-ე წუთზე, "შეფილდმა" დევიდ მაკგოლდრიკის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ზუსტად სამ წუთში ტანგი ნდომბელემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ტოტენჰემი" სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "შეფილდი" კი 5 ქულით უკანასკნელ პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა