მარსელომ 35 ათას ევროდ სპეციალური საწოლი იყიდა

"რეალის" მცველმა, მარსელომ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "სამეფო კლუბის" სავიზიტო ბარათი იყო, ფერლან მენდისთან კონკურენცია წააგო.
32 წლის ბრაზილიელს შექმნილი სიტუაცია არ აკმაყოფილებს და კონტრაქტის ამოწურვამდე სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდა.
მარსელომ ფიზმომზადების მწვრთნელ ადოლფო მადრიდთან დამატებითი ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა.
როგორც გავლენიანი გამოცემა AS იტყობინება, სამხრეთამერიკელმა, რომელმაც ბოლო წლებში სხვადასხვა ტრავმა მიიღო, 35 ათას ევროდ სპეციალური საწოლი იყიდა, რათა ძილის დროს უკეთესად აღიდგინოს ძალები და ტრავმის მიღების რისკი შეამციროს.
აღსანიშნავია, რომ ბრენდ Hogo-ს საწოლი აგრეთვე "ატლეტიკოს" ნახევარმცველს, მარკოს ლორენტესაც აქვს.