ავტორიზაცია

ვალვერდე: "ძალიან გამიმართლა, რომ ბარსელონას ვწვრთნიდი"

ვალვერდე: "ძალიან გამიმართლა, რომ ბარსელონას ვწვრთნიდი"
თარიღი 17 Jan 2021, 22:58
"ბარსელონასა" და "ბილბაოს" ექს-მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ამ გუნდებში მუშაობაზე ისაუბრა.

"სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის არის რაღაცები, რაც სამომავლოდ გამოგადგება. ძალიან გამიმართლა, რომ "ბარსელონას" ვწვრთნიდი და მიხარია. ამ კლუბში მუშაობის სხვადასხვა მხარეს გავეცანი. კონტრაქტის გაფორმებისას გესმის, ყველაფერი შედეგებზე იქნება დამოკიდებული".

"ბილბაოში" ბრწყინვალე კლიმატია, საუკეთესო, რაც ჩემს კარიერაში ყოფილა. "ატლეტიკის" გულშემატკივარი არ და ის ფაქტი, რომ მშობლიურ გუნდს წვრთნი, გამარჯვებისა და მარცხის ეფექტს აძლიერებს", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

დღეს, 17 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "ბილბაო" დაუპირისპირდებიან. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს.