"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შავი ჭირია", - საფრანგეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი

"ნანტის" მთავარმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს.
საფრანგეთის ნაკრების ექს-თავკაცის თქმით, სეზონის შუაში ტრანსფერების წინააღმდეგია.
"იანვრის ფანჯარას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. ეს ყველასათვის შავი ჭირია. მათ ვენდობი, ვინც ახლა მყავს შემადგენლობაში", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს GFFN.
დომენეკმა "ნანტი" 2020 წლის დეკემბერში ჩაიბარა. იქამდე, საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, რაც 2010 წელს მოხდა, უმუშევარი გახლდათ.