ავტორიზაცია

Bild: ჰუნტელაარმა შალკეში დაბრუნება გადაწყვიტა

Bild: ჰუნტელაარმა შალკეში დაბრუნება გადაწყვიტა
თარიღი 17 იან 2021, 23:52
"აიაქსის" თავდამსხმელმა, კლას-იან ჰუნტელაარმა "შალკეში" დაბრუნება გადაწყვიტა, წერს Bild.

გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ჰოლანდიელი საკუთარ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

როგორც იუწყებიან, ჰუნტელაარს სურს გელზერკირხენულ გუნდს ბუნდესლიგაში დარჩენაში დაეხმაროს.

2020/21 წლების სეზონში ვეტერანმა ფორვარდმა "აიაქსის" მაისურით 14 მატჩი ჩატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ცნობისთვის, ჰუნტელაარი "შალკეს" ღირსებას 2010 წლიდან 2017 წლამდე იცავდა.