ავტორიზაცია

ატლეტიკო ლაკაზეტის ვარიანტს მიუბრუნდა

ატლეტიკო ლაკაზეტის ვარიანტს მიუბრუნდა
თარიღი 17 Jan 2021, 23:56
"არსენალის" თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი შეიძლება "ატლეტიკოში" გადავიდეს, წერს Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი 29 წლის ფრანგით კვლავ ინტერესდება.

"როხიბლანკო" "მეთოფეთა" ფორვარდის ხელში ჩაგდებას 2020 წლი ზამთარში და ზაფხულში ცდილობდა.

2020/21 წლების სეზონში ლაკაზეტმა "არსენალის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 ასისტიც მიითვალა.