ავტორიზაცია

დინამო ბათუმმა ნაკრების მეკარე დაიმატა

დინამო ბათუმმა ნაკრების მეკარე დაიმატა
თარიღი 18 Jan 2021, 01:56
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "დინამო ბათუმმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

ცნობილია, რომ ახალი სეზონიდან აჭარულ კლუბში 24 წლის მეკარე ლაზარე კუპატაძე ითამაშებს.

კუპატაძე ბოლოს "საბურთალოს" რიგებში გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

ბოლო 2 წელია, კუპატაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების სტაბილური წევრია.