ავტორიზაცია

ერთი მატჩიც და მანჩესტერი ისტორიულ რეკორდს დაამყარებს

ერთი მატჩიც და მანჩესტერი ისტორიულ რეკორდს დაამყარებს
თარიღი 18 Jan 2021, 02:06
ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერს" გასვლაზე უკვე ზედიზედ 16 მატჩია არ წაუგია.

ამ 16 მატჩიდან გუნდმა 12 მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა, რაც მეორე საუკეთესო შედეგია ისტორიაში.

1999 წელს, "იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში 17 მატჩიანი გასვლითი წაუგებელი სერია ჰქონდა. თუ გუნდი მომდევნო მატჩსაც არ წააგებს, ისტორიულ რეკორდს დაამყარებს.