ავტორიზაცია

ქართველების დუელი ავსტრიაში და ნულოვანი ფრე

ქართველების დუელი ავსტრიაში და ნულოვანი ფრე
თარიღი 18 Jan 2021, 02:19
ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ვოლფსბერგერსა" და "შტურმს" შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "ვოლსფბერგერის" ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და 7.1 შეფასება დაიმსახურა.

ამ გუნდის ახალწვეული გურამ გიორბელიძე კი სათადარიგოთა სკამზე იყო.

"შტურმის" ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო.