ავტორიზაცია

"გვაქვს თუ არა ტიტულის მოგების შანსი?" - გვარდიოლას კომენტარი

"გვაქვს თუ არა ტიტულის მოგების შანსი?" - გვარდიოლას კომენტარი
თარიღი 18 Jan 2021, 02:45
"კრისტალ პალასთან" მოგებული 4:0 მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" თავკაცს პეპ გვარდიოლას ტიტულის მოგებაზე ჰკითხეს.

18 ტურის შემდეგ, "სიტის" 37 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ "იუნაიტედს" 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"მოვიგებთ თუ არა ტიტულს? წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. დღეს იყო მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო და ასე იქნება შემდეგი თამაშებიც.

რამდენიმე კვირის წინ, ლიდერებთან ჩამორჩენა დიდი იყო, მაგრამ ჩვენ თავში ძალები ვიპოვნეთ და საჩემპიონო ასპარეზს დავუბრუნდით", - განაცხადა გვარდიოლამ.